|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეკლესია კაფე-ბარ „თოლიას“ ტერიტორიაზე აიგება"

 ქალაქის ცენტრში "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხს, როგორც ცნობილია, ეკლესიის წარმომადგენლებიც დაუპირისპირდნენ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკლესიის აგებას გეგმავდნენ.

როგორც ქალაქის მერმა განმარტა, ის შეხვდა საპარტიარქოს წარმომადგენლებს და მათ ეკლესიის აგების პირობა მისცა.

ქალაქის მერის განმარტებით, პირველ ნაწილში აშენდება „მაკდონალდსი“, რომელიც, რაღაც ფორმით დაუკავშირდება ამავე კომპანიის მიერ მეორე ნაწილში აგებულ სასტუმროს, მესამე ნაწილში კი აიგება ეკლესია.

„ვინაიდან მოედანზე ადრე არსებობდა ეკლესია, სამართლიანობა მოითხოვდა, საპატრიარქოს გადასცემოდა ტერიტორია. ჩვენ შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, შევთანხმდით, რომ ეკლესია კაფე-ბარ „თოლიას“ ტერიროტორიაზე აიგება. მას ექნება საკუთარი მისასვლელი. შენარჩუნდება კიბე, თუმცა რაღაც ნაწილი შემცირდება, საერთო ჯამში ყველა სამუშაო პროექტით განხორციელდება, პროექტი არქიტექტურების ზედამხედველობით შემუშავდება“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა