|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ ავიღოთ ავტო სესხი სწორად

ავტომობილის შეძენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მით უფრო მაშინ, როცა მის შესაძენად სესხის აღებას აპირებ.

საბედნიეროდ, დღეს ბაზარზე უკვე არსებობს არაერთი მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზება. ერთ-ერთი ასეთია MBC-ის ავტო სესხი, რომელიც საუკეთესო პირობებს გთავაზობს - მარტივი დოკუმენტაციით, სწრაფი განხილვითა და შენზე მორგებული გადახდის გრაფიკით.

თუმცა, სანამ ავტო სესხის აღებას გადაწყვეტ, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება, რათა მომავალში უსიამოვნო სიურპრიზები თავიდან აირიდო.

 

  • განსაზღვრე რეალური ბიუჯეტი

 

დაფიქრდი შენს ფინანსურ შესაძლებლობებზე. არ დაგავიწყდეს, რომ ავტომობილის ყიდვა მხოლოდ ერთჯერადი ხარჯი არ არის.

გარდა თვითღირებულებისა, დაგჭირდება თანხა რეგისტრაციისთვის, დაზღვევისთვის, ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის.

სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი თავიდან აგაცილებს ფინანსურ ზეწოლას.

 

  • შეადარე სესხის პირობები

 

ავტო სესხის აღებისას არჩევანის გაკეთებისას ნუ იჩქარებ. აუცილებლად შეადარე სხვადასხვა კომპანიის პირობები - როგორია საპროცენტო განაკვეთი, საჭირო თუ არაა თავდები, როგორია პირველადი შენატანი და რა სახის ჯარიმები დაგეკისრება გადახდის დაგვიანების შემთხვევაში.

ამ მხრივ გამოირჩევა MBC-ის ავტო სესხი, რომელიც გთავაზობს გამჭვირვალე პირობებს და შენზე მორგებულ გადახდის გრაფიკს, ყოველგვარი დამალული ხარჯების გარეშე.

 

  • გადაამოწმე საკრედიტო ისტორია

 

შენი საკრედიტო ისტორია ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. თუ წარსულში დაგვიანებული გადახდები გქონია, შესაძლოა, ეს სესხის პირობებზე აისახოს. გაიგე შენი საკრედიტო რეიტინგი წინასწარ და საჭიროების შემთხვევაში ეცადე მის გაუმჯობესებას.

 

  • გაითვალისწინე ავტო სესხის ტიპები

 

სტანდარტული ავტო სესხის შემთხვევაში, ბანკი ან მიკრობანკი გაძლევს თანხას და ავტომობილი რჩება შენს მფლობელობაში. ქონებას კი ედება გირავნობა. 

ავტოლიზინგისას კი ავტომობილი შენს მფლობელობაში გადმოვა მხოლოდ სესხის დაფარვის შემდეგ.

აირჩიე ის ვარიანტი, რომელიც შენს საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

 

  • წაიკითხე ხელშეკრულება დეტალურად

 

არ მოაწერო ხელი სესხის დოკუმენტაციას ხელშეკრულების დაწვრილებით წაკითხვის გარეშე. ყურადღება მიაქციე თითოეულ პუნქტს, მათ შორის გადახდის გრაფიკს, შესაძლო ჯარიმებსა და ვადამდელ დაფარვის პირობებს.

 

  • აირჩიე სანდო და გამოცდილ პარტნიორი

 

ავტო სესხის აღებისას ითანამშრომლე ისეთ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

MBC-ის ავტო სესხი სწორედ ასეთ შესაძლებლობას გთავაზობს - სანდოობასთან ერთად იღებ სესხს, რომელიც მორგებულია შენს რეალურ საჭიროებებზე და არ გტვირთავს ზედმეტი ვალდებულებებით.

მიიღე გააზრებული გადაწყვეტილება, შეაფასე შენი ბიუჯეტი, შეადარე სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების პირობები ერთმანეთს და ნუ იჩქარებ. გახსოვდეს, სწორად აღებული სესხი შენი კომფორტული გადაადგილების და ფინანსური სიმშვიდის საფუძველი იქნება.

 

 

ავტორი: