|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ დაიყო საარჩევნო ოლქები იმერეთში?

2016 წელს ამომრჩევლები მაჟორიტარ დეპუტატებს ახალ საარჩევნო ოლქებში აირჩევენ.  "ქართული ოცნების“  საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პროექტის სახით პარლამენტში უკვე წარადგინა. ცვლილების მიზანია, საპარლამენტო არჩევნები ხმის თანასწორობის პრინციპის დაცვით ჩატარდეს. 

11 სამაჟორიტარო ოლქი დარჩება იმერეთში, ამასთან  იცვლება ოლქების საზღვრები. ქუთაისი სამ ოლქად დაიყოფა, მას თერჯოლოს სამი სოფელი: კვახჭირი, გოდოგანი და ჭოგნარი შეუერთდება.

გაერთიანდება თერჯოლის ნაწილი და თერჯოლა –ტყიბული ერთ ოლქად იქნება წარმოდგენილი. უცვლელად რჩება  სამტრედიის, წყალტუბოს, ჭიათურისა და საჩხერის ოლქები და მათ თითო–თოთო მაჟორიტარი ეყოლებათ. ერთ ოლქად იქნება წარმოდგენილი ვანი და ხონი, გაერთიანდა ბაღდათი–ხარაგაული–ზესტაფონის ნაწილი, სამ მუნუციპალიტეტს ერთი მაჟორიტარი ეყოლება. ასევე დამოუკიდებლად ეყოლება მაჟორიტარი ზესტაფონს.

კანონპროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა მის მიმართ შენიშვნები როგორც არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას, ასევე პოზიციის ნაწილსაც აქვს. რა შენიშვნებია ახალი კანონპროექტის მიმართ და რა საშიშროებას ხედავენ პოლიტიკური პარტიები, ვრცლად იხილეთ "ახალი გაზეთის" ორშაბათის ნომერში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი