|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონისპირა სახლები და მშენებარე სასტუმრო ცნობილ მაგნოლიასთან [PHOTO]

ქუთაისში რიონისპირა სახლების დაანონსებული რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. თუმცა, ვიდრე მერიის  მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რიონის სანაპიროზე, ცნობილ მაგნოლიასთან სასტუმროს რეაბილიტაცია სრულდება.

დავით და კონსტანტინეს ქუჩის რვა ნომერში მდებარე სახლში, რომელიც  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს,  რეაბილიტაცია მესაკუთრემ გასულ წელს დაიწყო. 

სამუშაოებს კომპანია "მაგნოლია" ასრულებს. 

ამ ეტაპზე მოეწყო ძირითადი ინფრასტრუქტურა, ძველ შენობას ერთი სართული და მანსარდი დაემატა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობაში სასტუმრო განთავსდება. 

რაც შეეხება რიონისპირა სახლებს, პროექტით, 41 სახლის რეაბილიტაციაა იგეგმება. ამ ეტაპზე პროექტირებაზე მიმდინარეობს მუშაობა. ტენდერში შპს "კარკასმა" გაიმარჯვა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა