|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ შევარჩიოთ კისრის ბალიში?

დღეს, როცა უმრავლესობა დიდ დროს ატარებს ოფისში და კომპიუტერთან მუშაობს, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა. ხანგრძლივი ჯდომა, არასწორი პოზა და სტრესული სამუშაო რეჟიმი იწვევს დისკომფორტს, რომელიც დროთა განმავლობაში შესაძლოა ქრონიკულ პრობლემადაც იქცეს. კისრის დაჭიმულობისა და ტკივილის პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კისრის ბალიშების სწორ შერჩევასა და გამოყენებას. ისინი ეფექტურია არა მხოლოდ ოფისში მუშაობისას, არამედ სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისასაც.

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს კისრის ორთოპედიული ბალიშების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც წარმოებულია ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდების მიერ. პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ასევე გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ფილიალებში — მისაღებ ფასად და უმაღლესი ხარისხით.

კისრის ორთოპედიული ბალიში - ეს ბალიში განკუთვნილია ისეთი მდგომარეობებისას, რომლებიც არღვევს ძილის ხარისხს — თავისა და კისრის ქრონიკული ტკივილი, ხვრინვა, ძილის აპნოე და სხვა. ორთოპედიული ბალიში უზრუნველყოფს კისრისა და მხრების კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორი ანატომიური პოზიციის შენარჩუნებას ძილის დროს. განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგი პრობლემებისას:

კისრის გასაბერი საყელო - კისრის გასაბერი საყელო იდეალური საშუალებაა კისრის დასასვენებლად და ტკივილის მოსახსნელად. ის ამცირებს დაღლილობასა და დაჭიმულობას, გამოიყენება როგორც სამუშაო გარემოში, ისე მგზავრობისას ან დასვენებისას. პროდუქტი მარტივად რეგულირდება, ადვილად იღებს სასურველ ფორმას და დამზადებულია მდგრადი, ხანგრძლივი გამოყენებისთვის ანტიალერგიული მასალისგან.

სწორად შერჩეული ორთოპედიული ბალიში არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს ხერხემლის ჯანმრთელობას, ტკივილის შემცირებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.

ეწვიეთ „ახალი ხედვის“ ფილიალებს თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ან ისარგებლეთ ონლაინ შეკვეთის მომსახურებით — შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ბალიში მარტივად ვებგვერდის საშუალები და მიიღეთ სწრაფად ადგილზე.

ავტორი: