როგორი ამინდია მოსალოდნელი სააღდგომოდ?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი დღეების აპრილს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი.
27-29 აპრილს სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში, შესაძლოა, მცირედით იწვიმოს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 25-26 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა მოვიდეს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


22:02
17:22
16:31
















