|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღონისძიებები, რომლებიც ქუთაისში 26 მაისს მოეწყობა

ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები დილიდან დაიწყება და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება. 
დღის ბოლოს ცენრტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება. 
დღის ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია: 
12:00- 19:00 საბავშვო ატრაქციონები- ცენტრალური ბულვარი ;
12:00- 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;
12:00- 19:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;
12:00- 18:00 სამხედრო ტექნიკის დათვალიერება - ცენტრალური მოედანი;
12:00- 19:00 ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება -ცენტრალური მოედანი;
12:00- 18:00 ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში - ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;
12:00- 19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა -ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები - ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი - ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;
12:15 - საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება;
12:00 და 14 :00 სპექტაკლი „მუსიკის ჰანგები“- თოჯინების თეატრი;
13 :00 და 15:00 სპექტაკლი „ პეპი გრძელი წინდა“ - ნიღბების თეატრი, ხარაზოვის ბაღი;
12:00- 15:00 ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ „ბერმუხა“-ს კონცერტი - ცენტრალური მოედანი ;
15:00- 15:45 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;
15:45 - 16:15 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - ცენტრალური მოედანი;
16 :15- 16: 45 სიმფონიური ორკესტრის კონცერტი - ცენტრალური მოედანი ;
17:10 საქართველოს ჰიმნი - ცენტრალური მოედანი;
19:00 ფილმის ჩვენება - ბოტანიკური ბაღი;
20:00 – 22:30 გალა-კონცერტი - ცენტრალური მოედანი.

ავტორი: ნიუპრესი