|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული მეომრების შვილებს ქუთაისში ჩამოიყვანენ

რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული მეომრების შვილებს ქუთაისში ჩამოიყვანენ, ამ და სხვა საკითხების შესახებ ქუთაისის მერიაში უკრაინის ქალაქ ჟიტომირის დელეგაციასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს.

ვიზიტის მიზანს ორ  დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარება წარმოდგენს. 

ჟიტომირის  დელეგაციას მერი სერგეი სუხომლინი ხელმძღვანელობს. ქუთაისის მხრიდან კი მათ მასპინძლობა მერის მოადგილემ კოტა ქავთარაძემ გაუწია.

შეხვედრას ადმინისტრაციის და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსებიც დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა,  რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული მეომრების შვილების ქუთაისში ჩამოყვანა მოხდება, აქ ისინი  სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა