|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსეთი ოკუპანტია", "თავისუფლებასთან წააგებთ" -აქცია ქუთაისში

"რუსეთი ოკუპანტია", "თავისუფლებასთან წააგებთ" - ამ მიწოდებით ქუთაისის მერიის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში და პარლამენტში ვიზიტს აპროტესტებენ. მათი თქმით, დაუშვებელია, ოკუპანტების საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და თავმჯდომარის სავარძელში მოკალათება.

"ვაპროტესტებთ რუსი დეპუტატების საქართველოში, მით უმეტეს პარლამენტში ვიზიტს. წარმოუდგენელი რამ მოხდა დღეს. დაუშვებელია, ის რომ პარლამენტის თავმჯდომარის საავრძელში მოკალათდა ადამიანი, რომელიც დასცინოდა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს პრორუსული ძალების გაბატონებას. ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ ვართ"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მერიის წინ მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წევრები,  მედიის და არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ამ თემის ირგვლივ ყველანი უნდა გაერთიანდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა