"რუსეთის მსახურის ადგილი ქუთაისში არ არის"–ვასილ კიკვიძის ძეგლს თეთრი ნაჭერი გადააფარეს
"რუსეთის მსახურის ადგილი ქუთაისში არ არის" - ამ მოწოდებით ანტისაოკუპაციო აქციის წევრებმა ვასილ კიკვიძის ძეგლზე თეთრი ნაჭერი, წარწერით "საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ" გააკრეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქუთაისი ევროპული ქალაქია და იქ საბჭოთა გენერლის ადგილი არ არის. ახალგაზრდების განცხადებით, ეს არის დამატებითი მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ აიღონ ძეგლი.
"დღეს აქ გვაქვს გახარიას ძეგლი და ეს არის ვასილ კიკვიძის ძეგლი, ორივე გასაშვებია აქედან"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ისინი ასევე გამოეხმაურნენ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე აპირებს მისვლას. "ბოდიში არ მიიღება" აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათი თქმით, უნდა გადადგეს გიორგი გახარია, რომლის ბრძანების გამო ადამიანები დაშავდნენ.
იქამდე აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და რუსული ოკუპაცია დაგმეს. ახალგაზრდების მიერ ქუთაისში მსვლელობა მოეწყო.
ავტორი:




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















