"რუსეთთან საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს"
"რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა, თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს,"-ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე დასმულ შეკითხვას.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს შეკითხვები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ორმაგ მოქალაქეობაზე დაუსვეს.
„რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს, თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შიდა პოლიტიკური დისკურსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ. არცერთი ეს ომი რუსეთისთვის არაფრის მომტანია, საქართველოს 20%-ის ოკუპირება რუსეთთან მიმართებაში არცერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი:





16:29
18:25
15:07
12:11
















