|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გამსახურდიას 21 ნომერში კედელი ჩამოინგრა"

ქუთაისში კორპუსების არსებული მდგომარეობა და მერიის უყურადღებობა გააპროტესტა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, სოციალური სიდუხჭირის გამო მოსახლეობას ფასადების და პარაპეტების რეაბილიტაციის ფული არ აქვს,  მერია კი სამუშაოებს მხოლოდ თანადაფინანსებით აკეთებს. მათ დღეს აქცია გამსახურდიას 21 ნომერთან გამართეს, სადაც, რამდენიმე დღის წინ კედლის ნაწილები ჩამოინგრა.

"მივმართავთ მერიას დაიწყოს სამუშაოები და ნუ დაელოდება მოსახლეობა როდის აკრებს ფულს, რადგან ხალხს ფული არ აქვს. ეს მდგომარეობა ყველას აწუხებს, საფრთხეა სადარბაზოებიდან, ინგრევა კედლები, რომლებიც ტროტუარების თავზეა და ამას მსხვერპლიც მოყვა. ამაზე ყველა გვმართებს ხმის ამაღლება და პრობლემაზე საუბარი. ბოლოს რუსთაველის 21 ნომერში ჩამოინგრა კედელი, რასაც შემთხვევით გადაურჩენ გამვლელელები", - განაცხადა პარტიის წევრმა ლევან გოცაძემ.

პრობლემაზე საუბრობს პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, რომლის განცხადებითაც, პრობლემის გაჟღერებას მოყვა რეაგირება, ამიტომ მოსახლეობა უნდა გააქტიურდეს.

"ჩვენს მიერ გაჟღერებულ პრობლემებზე მერიამ დაიწყო მუშაობა და მოგვარდა ეს პრობლემები, ამიტომ ყველამ უნდა ისაუბროს და გააჟღეროს მათ კორპუსებში არსებული მდგომარეობა. ვიცით, სოციალური მდგომარეობა რაც არის, ამიტომ ადგილობრივები ვერ აკეთებენ რეაბილიტაციას და ეს პასუხისმგებლომა მერიას ეკისრება, რომელმაც კეთილი უნდა ინებოს და პასუხისმგებლობა მერიამ აიღოს"-განაცხადა გოგი წულაიამ.

ადგილობრივმა მოსახლეობამ პრობლემაზე საუბარი არ ისურვა.

მერიაში განმარტავენ, რომ დღევანდელი აქცია არჩევნებისთვის მიმართული პიარია, რადგან პარაპეტების პროგრამა არსებობს და მოსახლეობას შეუძია ამ პროგრამით ისარგებლოს.

"მერიაში არსებობს პარაპეტების პროგრამა, რომლის შესახებაც მუნიციპალიტეტების აწვდიან მოსახლეობას აქვს ინფორმაცია.  ამ დროისთვის მოსახლეობის მომართვით მიმდინარეობს 20 ბინის რეაბილიტაცია, რასაც მერია სრულად ვერ დააფინანსებს. კორპუსი არის კერძო საკუთრება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ თანადაფინასებით, ისე რომ მოსახლეობამ მიზერული თანხა გადაიხადოს, შევაკეთოთ კორპუსები", - განაცხადეს მერიაში.

შეგახსენებთ, თანადაფინანსების პრინციპით, 90 %-ს ქალაქი იხდის, 10 %-ს კი მოსახლეობა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი