რვა ოპოზიციურმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
8 ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება თბილისში საპროტესტო აქციაზე გააკეთა.
როგიორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი არ აპირებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ამის მიზეზი სამართლებრივ გარემეში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა.
„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს.
ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის, ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობისა და უსამართლობის დაკანონებით! ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით. რუსული რეჟიმის სრული იზოლაცია აუცილებლად მოიყვანს მის დემონტაჟს. შედეგად, მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩევნების გზით მოგვანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს მანდატს იმისთვის, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული, ქართული სახელმწიფო.
ჩვენი გამარჯვების გზა არის:
საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან არ თანამშრომლობა!
უახლესი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება!
რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება!
ამ ამოცანების შესასრულებლად ჩვენ 9 თვეა, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს: არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებული ფარსი და უარი ვთქვით მანდატებზე; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი — პირადი თავისუფლების ფასად; ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან იმისთვის, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციისთვის.
ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია.
იმისთვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ჩვენს ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა! სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, იმისთვის რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხიდან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებსა და ენერგიას დაეფუძნოს"- აცხადებენ ოპოზიციური პარტიიდს წარმომადგენლები.
განცხადებას ხხელს აწერენ:
- "ნაციონალური მოძრაობა“
- „ევროპული საქართველო“
- „სტატეგია აღმაშენებელი“
- „გირჩი“
- „ახალი“
- „თავისუფლების მოედანი“
- „ფედერალისტები“
- „დროა“
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა