„ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდება ოთხ პიროვნებას მიენიჭა
ოთხ გამორჩეულ პიროვნებას "ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდება მიენიჭა, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილებით, ქალაქისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ოთხ გამორჩეულ პიროვნებას "ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდება მიენიჭა.
"ღვაწლმოსილი ქუთაისელის" წოდების დამადასტურებელი სიგელები გადასცეს: ნიკოლოზ ბერიშვილს - გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორს 36 წლის განმავლობაში; დიმიტრი იამანიძეს - ა(ა)იპ ,, ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის“ დირექტორს, 46 წლის განმავლობაში; დაზმირ ონიანს - "ღირსების ორდენის" კავალერს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ძიუდოში, საქართველოს სპორტის ოსტატს ქართულ ჭიდაობაში, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორს, ქუთაისის № 29 საჯარო სკოლის პედაგოგს; ტარიელ კობახიძეს - აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის დირექტორის მოადგილეს, ანსამბლ "ბერმუხას" სოლისტს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო წოდების მინიჭება მიულოცეს ღვაწლმოსილ ქუთაისელებს და ქალაქის სამსახურში გაწეული შრომისა და ამაგის გამო მადლობა გადაუხადეს.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა