"კონკურსანტთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლის არც უფლებამოსილება გვაქვს და არც ვალდებულება"
"კონკურსანტთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლის არც უფლებამოსილება გვაქვს და არც ვალდებულება" აცხადებებ პოლიტიკური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" ბრალდების პასუხად № 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
"საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ქუთაისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსის წესით არჩევასთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა ცენტრალური საარჩევვნო კიმისიის რეკომენდაციებით და ყველა კონკურსანტი არჩეულ იქნა კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციების საფუძველზე: კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური და მიუკერძოებელი საქმიანობა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია კოლეგიური ორგანოა და მისი წევრები გადაწყვეტილების მიღებისას არიან მიუკერძოებლები. ამასთან განვმარტავთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება შეისწავლოს კონკურსანტთა ოჯახური მდგომარეობა.
აღსანიშნავია, რომ 730 არჩეული კომისიის წევრიდან 607-ს აქვს საარჩევო კომისიებში 2 და მეტი წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 173 არჩეული წევრი ფლობს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის, „საარჩევნო განვითარების სკოლის“ და „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ სერტიფიკატებს. 123 ახალგაზრდას წელს პირველად მიეცა საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის შესაძლებლობა"-აცხადებენ საოლქო კომისიაში.
შეგახსენებთ, დღეს მოძრაობა "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ ქუთაისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უმრავლესობა "ქართული ოცნების" აქტივისტების, მათი ოჯახის წევრებით და ააიპების თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული. მისივე განცხადებით, საუბნო კომისიის წევრებად დანიშნული არიან მერის სიდედრი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მეუღლე და ბაგა-ბაღების დირექტორები და მმართველ ძალასთან დაკავშირებული სხვა პირები.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















