|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს. ხელმოწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. როგორც ქუთაისის #59-ე საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელმა, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა, ეთიკის კოდექსზე ხელის მოწერით არჩევნების კანონიერად ჩატარებას უწყობენ ხელს.

 "ქუთაისის საოლქო  საარჩევნო კომისიამ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი ეთიკის კოდექსს  მოაწერა, რაც თითოეულ ჩვენგანს ავალდებულებს კანონის შესაბამისად და კეთილსინდისიერად ჩაატაროოს არჩევნები და არ გააკეთოს ისეთი რამ, რაც  შეურაცხყოფს საარჩევნო პროცესს და ზიანს მიაყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის სახელს. ჩვენი მიზანია,  საარჩევნო პროცესებში ჩაბმულ ყველა სუბიექტს  მივახვედროთ, რომ ჩვენ კანონის შესაბამისად ვემსახურებით ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.“-აღნიშნა ოსეფაიშვილმა.
თითოეული ხელმომწერი აცნობიერებს და იზიარებს კოდექსის მოთხოვნებს:
1. პატივს უნდა სცემდეს კანონს
2. უნდა იყოს სამართლიანი
3. უნდა მოქმედებდეს გამჭვირვალედ
4. უნდა იყოს პროფესიონალი

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა