საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით ხელმოწერების შეგროვებაში "პოსტერუმ ქუთაისი" ჩაერთო
ქუთაისში ოპოზიციურ პარტიათა გაერთიანებას საინიციატივო ჯგუფი "პოსტერუმ ქუთაისი" შეურთდა. ახალგაზრდების ჯგუფი საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით დაწყებულ ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში ჩაერთვება. პოლიტიკურ გაერთიანების წარმომადგენლების განცხადებით, ახალგაზრდების ძალას შეუძლია ცვლილებების მოხდენა.
"საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში შემოგვიერთდა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი "პოსტერუმ ქუთაისი". ახალგაზრდების ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებების მოხდენა. ჩვენ პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრების მიზნით დავდივართ უბნებში და ვაგროვებთ ხელმოწერებს. ამით წარმოვაჩენთ ხალხის ხმას, გვჯერა, უნდა მოხდეს ხალხის ხმის გათვალისწინება", -განაცხადა ოპოციზიური პარტიების წარმომადგენელმა ლაშა ლეშქაშელმა.
"პოსტერუმ ქუთაისის" წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ცვლილებები. მათი განცხადებით, არ სურთ ქვეყანა დატოვონ, მათი სურვილია, ქვეყანაში მიეცეთ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა.
"პოსტერუმ ქუთაისი" ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფია, ჩვენ არ გვინდა ქვეყანა დავტოვოთ, გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგვეცეს სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობა. ამ მიზნით ჩვენ შემოვუერთდით ხელმოწერების შეგროვების კამპანიას და ვითხოვთ ცვლილებებს", -განაცხადა საიტიციატივო ჯგიფის წარმომადგენელმა თეკლა გაბუნიამ.
ახალგაზრდების განცხადებით, ისინი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















