"საარჩევნო უბანზე ვიდეო კონტროლი არ მიმდინარეობს, რაც კანონდარღვევაა"
ქუთაისის 28-ე საარჩევნო უბანში ვიდეო კონტროლი არ მიმდინარეობს. ვიდეოკამერას თეთრი ფურცელი აქვს მიკრული.
როგორც "ნიუპრესს" ამავე საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა მედეა ლეჟავამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი კომისიამ არ გაატარა.
"საარჩევნო უბანზე ვიდეო კონტროლი არ მიმდინარეობს, რაც კანონდარღვევაა, ამასთან დაკავშირებით დავწერეთ საჩივარი, თუმცა კომისიამ არ ჩაიბარა. ამას გარდა, საარჩევნო უბანი 7 საათზე ადრე გაიხსნა, რაც ასევე არის დარღვევა. ჩვენ საჩივარი მიგვაქვს საოლქოში, ვინაიდან კომისიამ არ გაატარა ჩემს მიერ დაწერილი საჩივარი",-განაცხადა მედეა ლეჟავამ #28-ე საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა "ნაციონალური მოძრაობიდან".
აღნიშნულთან დაკავშირებით, 28-ე უბნის კომისიის თავმჯდომარე ელგუჯა სულაქველიძე განმარტავს, რომ უბანი, ზუსტად 07:00 საათზე გაიხსნა.
"საარჩევნო უბანი გაიხსნა დროულად, აბსოლუტურად მშვიდად ნორმალურად, ველოდებით ამომრჩევლებს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვისურვებდი, რომ ქართველი ერისთვის ეს დღე იყოს წარმატებული. რაც შეეხება უბანზე ვიდეო გადაღებას, არ მიმდინარეობს. კამერა არის სკოლის შენობის, ამიტომ ხელშეკრულების თანახმად, მოხდა მისი გამორთვა და შეფუთვა, ვინაიდან არ გვაქვს უფლება საარჩევნო პროცესების ვიდეო კონტროლის",-განაცხადა ელგუჯა სულაქველიძემ.
#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, საარჩევნო უბანზე ვიდეოკონტროლი დაშვებული არაა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















