|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საარჩევნო უბნების ადაპტირებისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა

2016 წლის არჩევნებისთვის ქუთაისში 128 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საუბნო კომისიების წევრები 59-ე საოლქო კომისიამ უკვე შეარჩია. ამავდროულად,  დაიგეგმა უბნების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირება.

პანდუსების მოწყობა მერიამ უნდა უზრუნველყოს. მათ მოსაწყობად წელს ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი. ტენდერი ამ დრომდე მიმდინარეობს. 

პანდუსების მოწყობის მოთხოვნით ქუთაისის მერიას ცენტრალურმა საოლქო საარჩევნო კომისიამ მიმართა.

განსხვავებით საარჩევნო უბნებისგან,  არაადაპტირებულია პარტიების ქუთაისის ოფისები.

შეგახსნებთ, რომ არჩევნების  8 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა