საარჩევნოდ ქუთაისში 8 სკოლის ადაპტირება მოხდება
ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანამედროვე საზოგადოებაში ადაპტაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით პანდუსების მოწყობა მოხდება.
მიმდინარე წელს პანდუსების მოსაწყობად ბიუჯეტში 100 000 ლარია გამოყოფილი, რის ფარგლებშიც ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდება.
ბოლოს ქუთაისის მერიამ პანდუსების მოსაწყობად 3 200 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც, პანდუსით 16 სხვადასხვა დაწესებულებება აღიჭურვება.
არჩევნებთან დაკავშირებით აქცენტი იმ სასკოლო დაწესებულებეზე კეთდება, სადაც საარჩევნო უბნები მოეწყობა.
პანდუსი გაკეთდება ნიკეას ქუჩის მე-2 შეს. №14ა-ში, ბუხაიძის ქუჩის მე-2 მკრ-ნი კორპ. 14 მე-3 სადარბაზოში, ააიპ „ხიდი სოციალური ინკლუზივისთვის“, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა №50/15-ში, ხარებავას ქუჩის №5/1-ში, ხარებავას ქუჩის №7/3-ში, გუგუნავას ქუჩის №15/3-ში, №2, 3, 14, 15, 16, 22, 25, 37 საჯარო სკოლებზე და თამარ მეფის ქ. №100-ში მდებარე №19 სპორტული სკოლაში.
გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა და ხელშეკრულება ინდ. მეწარმე რუსუდან კინწურაშვილთან გაფორმდა. ინდმეწარმე ვალდებულია არჩევნებამდე უბნების ადაპტირება მოახდინოს. მან სამუშაოები 3 200 ლარის ნაცვლად 2490 ლარად უნდა შეასრულოს. ტენდერში 4 პირი მონაწილეობდა. მათ შორის შპს „გიმანს“ ფასში განხორციელებული ცვლილების გამო დისკვალიფიკაცია მიეცა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















