საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა აგვისტოს ბოლოს დაიწყება
არჩევნებში ჩართული მხარეების ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის და მის გაშუქებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო საუბნო სარჩევნო კომისიის დაკომპლექტების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ საჩივრების წარმოდგენის საკითხს.
"სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის სოფიო ხვადაგიანის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საუბნო კომისიებში ისეთი პირების არჩევა ხდება, რომლებსაც წინა წლებში საარჩევნო დარღვევები დაუფიქსირდათ.
ამის შესახებ ავთანდილ ოსეფაიშვილმა განმარტა, რომ მხოლოდ ისეთი პირების აყვანა ხდება, რომლებსაც უმნიშვნელო შენიშვნები აქვთ მიღებული. თუმცა როგორც საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხუმრობით აღნიშნა, "რეციდივისტები, რომლებიც ყოველ წელს ჩადიან საარჩევნო დანაშაულს" ნამდვილად არიან, მათ შორის, პარტიების მიერ წარმოდგენილი წევრები.
59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება სექტემბერში მოხდება, საბუთების მიღება კი 30 აგვისტოს დაიწყება და 6 სექტემბრამდე გასტანს.
შეგახსენებთ, უკვე შეირჩა საოლქო კომისიის დროებითი წევრის არჩევა.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















