საარჩევნო პლაკატები და უმოქმედოდ დარჩენილი კანონი
საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის ვადები იწურება. არსებული საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე ნაწილით პლაკატების ჩამოხსნა საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 15 დღეში უნდა მოხდეს. ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 16 ნოემბერს გამოაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის თეონა გორდაძის თქმით, პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო მასალების ჩამოსახსნელად 15 დღიანი ვადა ეძლევათ. ვადის ამოწურვის შემდეგ თუ არ მოახდენს საკუთარი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას, ამ შემთხვევაში ეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.
საარჩევნო პლაკატები ქალაქში ამ დრომდე რჩება, თუმცა მათ ჩამოსახსნელად მიმდინარე სამუშაოები არ შეიმჩნევა. გასული წლების გამოცდილებით, საარჩევნო პლაკატების არასწორად განთავსებისა და მათი ჩამოუხსნელობის გამო არავინ დაჯარიმებულა. ამის გათვალისწინებით, დიდია შანსი, საარჩევნო პლაკატები მომავალ არჩევნებამდე შემორჩეს ქალაქს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















