|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააღდგომოდ სოციალურად დაუცველებისათვის 79 982 ლარის პროდუქტი დარიგდება

"სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები  სასურსათო ნობათს კვლავ მიიღებენ. მერიიის მიერ გამოცხადებულ  79 982 ლარიან ტენდერში შპს "ტენდერ 123"–მა გაიმარჯვა.

ის  ვალდებულია ,,სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისათვის სასურსათო ნობათების შესყიდვა და მიწოდება საკუთარი ხარჯებით, 2016 წლის 25 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით განახორციელოს, ასევე უზრუნველყოს აღნიშნული სურსათის დაპაკეტება 2 758 პაკეტად და დარიგება.

სოციალურად დაუცველთათის ნობათის დარიგება ტრადიციულად ხდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი