|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საათზე მეტია უკვე საცობია და მოძრაობა პარალიზებულია - თოვლმა ქუთაისში პრობლემები შექმნა

თიოვმა ქუთისში გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ და დახმარებას ითხოვენ. 
"ვისაც გევალებათ. პარლამენტის წინ, თოვლის გამო  მანქანები ჩაიხერგა.  ვერ ახერხებენ ხიდზე გადასვლას.  ან ხრეში ან მარილი მიაშველეთ.  საათზე მეტია უკვე საცობია და მოძრაობა პარალიზებულია"- წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელში.
 
 ააიპ. "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, რომ სამსახური გადასულია საგანგებო მუშაობის რეჟიმში, თუმცა ჯერჯერობით ქალაქში გადადგილების თვალსაზრისით სერიოზული შეფერხება არ ყოფილა. 
 რაც შეეხება აბაშიძის გამზირზე შექმნილი მდგომარეობას, სპეციალურ სერვისებში აცხადებენ, რომ  ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 
 
ფოტო: სოციალური ქსელიდან
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა