"ქუთაისს საუკეთესო ნაძვის ხე აქვს"
ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთო. ნაძვის ხე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა ბავშვებთან ერთად აანთეს. ბავშვება ნაძვის ხესთან საახალწლო სიმღერები შეასრულეს.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, ქალაქმა აქცენტი არა საახალწლოდ მორთულობების შეძენაზე, არამედ სოციალურ ღონისძიებებზე გააკეთეს, რის ფარგლებშიც სამი ათას ოჯახზე მეტი საახალწლოდ ნობათს მიიღებს, 10 000 ბავშვს კი საბავშვო ბაღებში საჩუქრები დაურიგდება, ასევე დასაჩუქრდებიან სოციალურად დაუცველი ბავშვები.
"რატომ უნდა გვეყიდა ახალი ნაძვის ხე, როდესაც არსებობს ნაძვის ხე, რომლის მორთვა და გალამაზებაც არის შესაძლებელი. ჩვენ ერთ–ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს. რაც შეეხება განათებას, იყო ალტერნატივა 200 000 ლარი გამოგვეყენებინა საახალწლო მორთულობისთვის, მაგრამ ჩვენ აქცენტი საახალწლო მორთულობების შეძენის ნაცვლად სოციალურ ღონისძიებებზე გავაკეთეთ და ამ პროგრამებით ჯამში, 20 000 ადამიანი ისარგებლებს. ასევე დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, როგორც ბავშვებისათვის, ასევე სხვა მოქალაქეებისთვის",–განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
16:27
13:32
16:29
















