საბავშვო ბაღებში ბავშვთა ნაკადი გაზრდილია
ქუთაისის 35 საბავშვო ბაგა–ბაღების ფილიალებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება. როგორც გაერთიანების დირექტორის მოადგილე მაკა დოღონაძე აღნიშნავს, სწავლის გადაწევა რეორგანიზაციას არ უკავშირდება. მისივე განმარტებით, ბაღებში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, რის გამოც სასწავლო პროცესის დასაწყებად მომზადებაა საჭირო, რამაც სწავლის ერთი კვირით გადაწევა გამოიწვია.
როგორც დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, ბავშვთა რეგისტრაცია გრძელდება და ზუსტი მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი. თუმცა ცნობილია, რომ წელს ბავშვთა გაზრდილი ნაკადია, რისი მიზეზიც სასკოლო ასაკში მომხდარი ცვლილებები გახდა.
"ვინაიდან სასკოლო ასაკი გაიზარდა, წელს ბაღებში 800–ზე მეტი ბავშვი დაგვრჩა, რომელთაც სკოლაში წასვლა უწევდათ, მშობლებმა ეს ბავშვები ისევ ბაღში დატოვეს. რასაც, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ბაღებში შემოსული 1500–მდე ბავშვი დაემატება. თუმცა ვცდილობთ, რომ ბავშვების მიღების პროცესში ხერვეზები არ შეიქმნას, ყველა ბაღი მზად იქნება სრული დატვირთვით მოემსახუროს ბავშვებს. ცვლილებელია სასწავლო პროგრამაში. რაც შეეხება კვებას, ის ისევ სამჯერადი იქნება",–განაცხადა მაკა დოღონაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















