|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბავშვო ბაღებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება

ქუთისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიის ბაგა–ბაღების გაერთიანებებში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება.

ქუთაისში 34 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა. მიმდინარე წელს სულხან–საბას დასახლებასა და ავტომშენებლის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღები აშენდა, რომელთა სრული რემონტი არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ უცნობია, ახალი ბაღებში სწავლა 21 სექტემბერს, თუ ახალი წლიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ბაღების ფილიალებში გატარებული რეორგანიზაციის შედეგად ფილიალის უფროსის შტატი გაუქმდა, რის ნაცვლად აიპის გაერთიანების ხელმძღვანელის წარმომადგენლის შტატი შეიქმნა. ერთი წარმომადგენელი რამდენიმე ბაღს გააკონტროლებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა