საბერძნეთში დაკავებულ ქართველებს დანაშაული არ უმტკიცდებათ
რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთში ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციის შესახებ, რომელიც ქართველების დაკავებას და ძებნას ეხებოდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, საბერძნეთის პროკურატურის მიერ ორგანიზებული ჯგუფის წევრებად გამოცხადებული 12 პიროვნებიდან, რომელთაც სამართალდამცავები დაკავებულად აცხადებდნენ და მოქალაქეებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებში მხილებისკენ მოუწოდებდნენ, მხოლოდ რამდენიმე რჩება დროებითი დაკავების იზოლატორში, ვინაიდან დანაშაული არ უმტკიცდებათ.
ამასთან, ბერძენი იურისტის ალექსანდროს პაპასტერიოპულოსის მიერ გაკეთებული განაცხადი მათი დაკავების პოლიტიკური მოტივის შესახებ, სულ უფრო მეტ სანდოობას იძენს. სულ ახლახანს იურისტმა გეორგიოს ფსარასმა პირდაპირ განაცხადა, რომ აღნიშნული დაკავებები და მასიური საინფორმაციო საშუალებებით ასე აქტიური გაშუქება საბერძნეთის ხელისუფლების მიერ იყო დადგმული, რათა მოსახლეობას ბანკებიდან გამოტანილი თანხები ისევ ბანკებში დაებრუნებინა. მან საბერძნეთის პროკურატურისა და რუსეთის უშიშროების მიერ დადგმული შოუ უწოდა აღნიშნულ დაკავებებს და პროკურატურას უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისაკენ მოუწოდა. ბოლო ინფორმაციით, ბერძნული მედიის მიერ ,,დონ კორლეონედ“ გამოცხადებული, საბერძნეთში მცხოვრები კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერად ცნობილი დავით სებისკვერაძე გამოძიებამ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო დაჯგუფების ხელმძღვანელებად შერაცხული ლაშა უგრელიძე, შოთა ასათიანი და მიხეილ ხარლამპიდი დროებით კვლავ დაკავებულები არიან.
რაც შეეხება ლაშა არსენიძეს, რომელიც გამოძიების მიერ და საინფორმაციო საშუალებებით აღნიშნული ჯგუფის ლიდერად ითვლებოდა და დაკავებულად ცხადდებოდა, დღემდე თავისუფალია, რაც საბერძნეთის პროკურატურამ მას შემდეგ დაადასტურა, რაც აღნიშნული თემა ქართული მედია საშუალებების მიერ გაშუქდა.
შეგახსენებთ, ბოროტმოქმედების საქმიანობის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ევროს აღწევს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















