საჩუქარი მიუსაფარ ბავშვებს
“World Vision“- საქართველო“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრში ქუთაისის მერი შოთა მურღულია მივიდა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერმა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ფეხსაცმელები მიუტანა საჩუქრად, რომელიც მერიას თავის მხრივ, სალონმა „პარტნიორმა“ საქველმოქმედო მიზნით გადასცა.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს სიკეთე გააკეთოს. ჩვენ მივესალმებით ასეთ აქტივებობს და მხარს დავუჭერთ ყველა კარგ წამოწყებას“,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
“World Vision“- საქართველო“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი ქუთაისში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ისე ფუნქციონირებს, ასევე ბენეფიციარები სახელმწიფო ვაუჩერის დაფინანსების პრინციპით წევრიანდებიან. გასულ წელს ორგანიზაციას შენობა ქუთაისის მერიამ გადასცა.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















