|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერე-ონის ახალი გზა თბილისამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი 5.7 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

 დოკუმენტაციის მიღების საბოლოო ვადაა 27 ნოემბერი. მოეწყობა  5.7 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი და ერთი სახიდე გადასასვლელი.  

პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 710 918 ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საბოლოო ჯამში, საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზა დაახლოებით, 5 სატენდერო მონაკვეთად დაიყოფა.

 აღნიშნული გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს. აღნიშნული საავტომობილო გზის დასრულების თარიღი 2020 წლის ბოლოა.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა