|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერეში 4 ბავშვისათვის საჯარო სკოლა გახსნეს

საჩხერეში 4 ბავშვისათვის სკოლა გახსნეს. საჯარო სკილის გახსნაზე სოფელ ბაჯითში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და  მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი, სოზარ სუბარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, სკოლაში 4 ბავშვი  2 კლას-კომლპექტში ისწავლის. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა.

იმერეთის გუბერნატორმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საჩხერის #3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა, სიმბოლურად მხარის რწმუნებული დღეს იმ სკოლაში მივიდა, რომლის კურსდამთავრებულიც არის. ღონისძიების ფარგლებში სკოლის დირექციამ შავლეგო ტაბატაძეს, საპატიო ელჩის ტიტული მიანიჭა. მხარის რწმუნებულმა ახალი სასწავლო წელი სასულიერო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა