საჩხერეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 4 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
„ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



17:28
17:19
19:31
14:51
14:17
















