საჩხერეში ,,ჯრუჭის“ მონასტრის და ,,მოდინახეს“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საჩხერეში ,,ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. XI საუკუნის ძეგლი 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ამჟამადაც ხორციელდება.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება ციხეზე ,,მოდინახე“. ციხის აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს ფონდი ,,ქართუ“-ს დაფინაფსებით დაიწყო, რომელიც წელსაც განახლდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ციხე დაიბრუნებს ისტორიულად პირვანდელ სახეს. რაც შეეხება ციხემდე მისასვლელ გზას, ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება უკვე დამთავრებულია.
გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა. მოეწყო გარეგანათება და საყრდენი კედელი. ტურისტული კუთხით, ციხე ,,მოდი ნახე“ ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია.
ამავე ინფორმაციით თანახმად, მუნიციპალიტეტში აქტიურად მინდინარეობს ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები. უკვე დასრულებულია საჩხერე-ონის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დაგებულია 2 კმ გზა და მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწესრიგება. ამჟამად ხორციელდება გზის საფუძვლის მოწყობა და ფერდობების დამუშავება, რის შემდეგაც დაიგება 5.5 კმ საავტომობილო გზა.
გათვალისწინებულია 2 ხიდის მშენებლობა მდინარე ჯრუჭულაზე, სოფელ სარეკსა და სოფელ ცხომარეთში. სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რაჭის მხრიდანაც.
პროექტის დასრულების შემდეგ 50კმ-ზე მეტი გზის სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, რაც უმოკლესი მანძილია ორი რეგიონის (იმერეთი-რაჭა) დასაკავშირებლად და თბილისიდან ონამდე გზის შესამცირებლად.
საჩხერეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოახდინეს.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















