|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალების დასაქმების მხრივ საჩხერე ლიდერობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დასავლეთ საქართველოს 44 მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული წარმომადგენლობა.

კვლევის შედეგად ორგანიზაცია აცხადებს: "დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და გამგეობა/მერიებში ქალებს არ უკავიათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მისაღებად აუცილებელი პოზიციები;  დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა წევრთა სრული შემადგენლობის დაახლოებით 13%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (18%) გურიის მუნიციპალიტეტებშია, ყველაზე დაბალი (8%) - აჭარაში. საკრებულოების 1240 მანდატიდან 2014 წლის  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქალებმა მხოლოდ 154 მანდატი მიიღეს;  ნაკლებად არიან წარმოდგენილები ქალები საკრებულოს ფრაქციების ხელმძღვანელების პოზიციებზეც: 243 ფრაქციიდან ქალები მხოლოდ 24-ს ხელმძღვანელობენ. ყველაზე ნაკლებად საკრებულოში რეგისტრირებულ ფრაქციებს ქალები აჭარაში თავმჯდომარეობენ (სრული რაოდენობის მხოლოდ 3%-ს), ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივაც გურიაშია - 17%;"-ნათქვამის ორგანიზაციის კვლევაში.

ორგანიზაციის დაკვირვებით,  გენდერული დისბალანსია არა მხოლოდ მაღალ თანამდებობებზე, არამედ ზოგადად ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს შორისაც.

გამონაკლისი აღმოჩნდა  საჩხერე, რომელიც ერთადერთია ორივე რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი (73 ქალი, 63 კაცი).

 

წყარო

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა