საჩხერის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა
საქართველოში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.
70-მდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული კოვიდ 19-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.
მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჯამში კლინიკაში მკურნალობის კურსს 80-მდე პაციენტი გადის.
უახლოეს დღეებში მედიკოსები გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ელოდებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















