საჩხერის საზღვრისპირა სოფელში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ პერევში, მასშტაბური სამედიცინო აქცია გაიმართა.
სამედიცინო აქციას იმერეთის გუბერნატორი ადგილობრივებთან ერთად შეუერთდა.გივი ჭიჭინაძემ, სოფლამდე მისასვლელი გზა ადგილობრივებთან ერთად, საზოგადეობრივი ტრანსპორტით გაიარა და მათ პრობლემებს გაეცნო.
აქციის ფარგლებში ე.წ. საზღვრისპირა და მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებმა ასობით ადამიანმა ჩაიტარა გამოკვლევები. 10 – მდე სხვადასხვა პროფილის ექიმი პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა. ასევე, პარალელურად c ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობდა. პერევში სამედიცინო აქცია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ ე.წ. საზღვრისპირას მცხოვრებ მოსახლეობას. ამ მიზნით მათთვის სოფელ პერევში მასშტაბური სამედიცინო აქცია მოვაწყვეთ, ადგილობრივებმა სოფლიდან გაუსვლელად პროფესიონალი ექიმებისგან კონსულტაციები მიიღეს. მადლობას ვუხდი იმ სამედიცინო ცენტრებსა და ადამიანებს, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ და მოგვცეს საშუალება ერთად გაგვეკეთებინა სიკეთე ამ ადამიანებისთვის. ჩვენ მსგავსი ტიპის სამედიცინო აქცია წინა წელსაც გვქონდა და ვპირდები მოსახლეობას, რომ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ". – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
ღონისძიებას იმერეთის ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ელგიზ ქიმაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე ესწრებოდნენ.
უფასო ავტობუსი პერევის მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ის მგზავრებს კვირაში ოთხჯერ ემსახურება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















