|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საცხენოსნო ტური, ველობილიკები, კოტეჯები-ახალი ტურისტული ლოკაცია ქუთაისში

ქუთაისში ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნა იგეგმება. ტურისტული ლოკაცია არსებული პოტენციალის გამოყენებას და  ქალაქის პოპულარიზაციას გულისხმობს.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი გიორგი გიორგობიანი განმარტავს, რომ პროექტის გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს და პრაქტიკული სამუშაოები  ორ წელზეა გათვლილი.

"ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი ტურისტული ლოკაციის მოწყობა. ეს არის არსებული პოტენციალის გამოყენებით და განვითარებით დაგეგმილი სამუშაოები"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა. 

მის თქმით, საუბარია ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო ნაწილიდან სათაფლიის და  გუმათჰესის გავლით ქუთაისი ძველ ნაწილში შემოსვლაზე. მისი განმარტებით, მარშრუტი მხოლოდ საფეხმავლო იქნება და იქ ავტობილები ვერ გადაადგილდებიან, ამასთან, შენარჩუნდება ბუნება. 

"ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოდან შესაძლებელია ახლოს მდებარე რეკრეაციულ ზოლში მოხვედრა. ამ ტყის ზოლით შესაძლებელია ფეხით ასვლა სათაფლიაზე, ასე იყო ადრე. ასევე ამ გზით შესაძლებელია გუმათჰესთან მოხვედრა და იქედან ქალაქის ძველ ნაწილში, გაპონოვის ქუჩაზე შემოსვლა. გვინდა, ეს მარშრუტი გავაერთიანოთ და გავაკეთოთ ახალი ტურისტული ლოკაცია, ეს გაუწევს პოპულარიზაციას ქალაქს და მოიზიდავს ტურსტს. რაც შეეხება გზას არ მოეწყობა ასფალტის, შენარჩუნდება არსებული ლანდშაპტი და იქნება ქვეითთათვის, ასევე მოეწყობა ტურისტული ატრაქციები,  ველობილიკები. ჩაიდგმება კოტეჯები, სადაც შესაძლებელი იქნება დასვენება. პროექტი გავაცანით პოლონეთში, ადგილობრივმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, თუ იქნებოდა შესაძლებელი საცხენოსნო კლუბის მოწყობა, ჩვენც მოგვეწონა ეს წინადადება. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ვმუშაობთ, თუ არ დავიწყეთ მსჯელობა, ყოველთვის შეიძლება ვთქვათ, რომ საკმარისი ფული არ  არის და არც არასდროს განვახორციელოთ, ამიტომ ვადგენთ გეგმას და ამ გეგმით ვეცდებით ყველა პროექტი განვახორციელოთ"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.

ქუთაისის მერიამ ეკონომიკური განვითარების გეგმა შეადგინა, საკრებულომ გეგმას მხარი დაუჭირა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა