|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სადაც გუნდი საჭიროდ ჩათვლის, იქ ვიქნები"-გრიგოლ დალაქიშვილი

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლოა, გუბერნატორის პოსტი მისმა მოადგილემ დაიკავოს.

გრიგოლ დალაქიშვილი ჯერ არ ადასტურებს ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ გუნდის შეთავაზების შემთხვევაში, როგორც გუნდის წევრი, ისე იმოქმედებს.

„ჯერ ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ მე გუნდის წევრი ვარ და სადაც გუნდი საჭიროდ ჩათვლის, იქ ვიქნები. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ გადაწყვეტილებას“–განაცხადა გრიგოლ დალაქიშვილმა.

 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, “ქართულმა ოცნება“ ვანისა და ხონის მაჟორიტარად,  იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის კანდიდატურის დასახელებას გეგმავს.

საკითხთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია იმერეთის გუბერნატორს,  გივი ჭიჭინაძე ამჟამად გერმანიაში მივლინებებით იმყოფება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა