სადავო მშენებლობა და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ამ დრომდე შეუსრულებელი დაპირება
ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს მოქალაქისათვის მიცემული დაპირება ამ დრომდე არ შეუსრულებია. ქალაქ-მუზეუმის დეპუტატი გიორგი ჭეიშვილი მისი უბნის მცხოვრებს იულია ლანჩავას, რომელსაც მშენებლობის გამო სასამართლო დავა აქვს, დაპირდა, რომ საკითხის განსახილველად კომისიის რიგგარეშე სხდომას მოიწვევდა.
გიორგი ჭეიშვილმა საჯარო დაპირება ჟურნალისტების თანდასწრებით 2 ივლისს დადო და საკითხით დაინტერესების მზაობა გამოხატა. "ნიუპრესი" დაინტერესდა, შეასრულა თუ არა საკრებულოს დეპუტატმა დაპირება და განიხილა თუ არა საკითხი, რომელიც, სავარაუდო უკანონო მშენებლობას ეხებოდა. როგორც იულია ლანჩავა განმარატს, მას საკრებულოდან არავინ შეხმიანებია და არც სხდომა გამართულა.
"არავინ შემხმიანებია საკრებულოდან და ალბათ, არც გაიმართება კომისიის სხდომა, რადგან მომავალ კვირას საკრებულოს ბოლო სხდომაა და მერე შვებულებაში გადიან. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, რომ შემხვდებოდნენ, რადგან საკრებულოს სხდომაზე განმიცხადეს, რომ ეს მათი კომპატენცია არა და სასამართლოს გზით მებრძოლა. ასეც ვიქცევი, თუმცა სასამართლოს მითითებებსაც არ ასრულებენ", - განაცხადა იული ალანჩავამ.
მისი თქმით, მშენებლობის პროცესში არსებული დარღვევებისა და საქმეში სამოხელეო დანაშაულის გამო პროურატურასაც მიმართა.
საკრებულოს დეპუტატის გიორგი ჭეიშვილის განმარტებით, დაგეგმილი რიგგარეშე სხდომა არ დაინიშნა და შესაბამისად, საკითხიც კომისიის სხდომაზე ვერ გავიდა. მისი თქმით, დაპირება ძალაში რჩება და რიგით სხდომაზე განიცილავენ.
"დაგეგმილი იყო რიგითი სხდომა, მაგრამ არ დაინიშნა, ამიტომ არ შევხვდით იულია ლანჩავას. მომავალ კვირაშია რიგითი სხდომა და იქამდე შევხვდებით კომისიაზე. მოვისმენთ მის შენიშვნებს სამსახურების მიმართ. ეს საკითხი სასამართლოშია და არაა ჩვენი პრეროგატივა, მაგრამ გვაინტერესებს, რა შენიშვნები აქვს. ამიტომ ამ თემაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ"-განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.
კითხვაზე, როგორც უბნის მაჟორიტარი დეპუტატი იყო თუ არა ადგილზე და გაეცნო თუ არა დეტალებს, განმარტავს, რომ ის წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ადრე იყო, იულა ლანჩავს მიმართვის შემდეგ კი ადგილზე არ მისულა.
იულია ლანჩავა მისი სახლის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას აპროტეტსტებს და მშენებლობის მფარველობაში ქუთაისის მერს ადანაშაულებს.
ბრალდებებს არა ადასტურებენ მერიაში და აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















