|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა. „ქალაქი“ ამ სახელწოდებით ერთმოქმედებიანი პიესა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა.

წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლები იყო წარმოდგენილი. ასევე, მაყურებელმა ნახა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები.

ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 17 სპექტაკლი.

ფესტივალის პროფესიულმა ჟიურიმ გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები და მსახიობები.
 
ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი - „ქალაქი“ , რეჟისორი ქეთევან სამხარაძე (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი);
 
 ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი, მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის - "აფხაზური ჩანახატები", რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ხონის თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - ლაშა ლომჯარია, სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ (ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - გიორგი მეტონიძე, „ნატვრის ხე“ (საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე „ობლები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ლორიტა ჯორჯიკია - "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე" (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინე ჩხეიძე - "მაცეკვე ტანგო", (ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - დემურ საღარეიშვილი '" აფხაზური ჩანახატები", (ხონის სახალხო თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - რადი შენგელია - "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე", (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი);
 
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - გუდუნა სახამბერიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი);
 
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი - თეონა ლომსიანიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი);
 
ნომინაცია - საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი - ეთერ დევაძე, "სოფლის აშიკი", (ბაღდადის სახალხო თეატრი);
 
საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - მიხო ჭელიშვილი „ნაცარქექია“ (წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის სახალხო თეატრი);
 
საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - ნიკოლოზ მაჭავარიანი, მამის როლის შესრულებისთვის ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, (ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი);
 
ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა - ნინო ჭახნაკია, "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე", (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი);
 

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი