|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო აკადემია, რომლის მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს, მიტოვებულია - თემურ ცამციშვილი

ასე გამოიყურება საფეხბურთო აკადემია, რომელიც ქუთაისში უნდა აშენებულიყო. შერვაშიძის N53-ში მიტოვებული სამუშაოები  ანტიკორუფციური მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი იმყოფებოდა, საიდანაც  ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილსა და მის მხარდამჭერებს მიმართა.

"ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 2021 წელს ლევან კობიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა, ქუთაისის მერმა დაანონსეს იმერეთის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, რომელიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. მინდა ვკითხო იმ 28 ადამიანს, ვინც ლევან კობიაშვილის მესამედ არჩევას დაუჭირა მხარი, ერთხელ მაინც თუ ჰკითხეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რა ხდება, რატომ არ მიმდინარეობს და რატომ არ არის დასრულებული მშენებლობა", - აღნიშნა თემურ ცამციშვილმა. 

საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2022 წლის ზაფხულში იგეგმებოდა. პროექტის მიხედვით, ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივ საფარიანი მოედანი უნდა მოწყობილიყო. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილი იყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდებს უნდა ესარგებლათ.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა