|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" აუქციონზე არ გაიყიდა

საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" რომელიც ქუთაისის მერიამ აუქციონზე  585 413 ლარად გამოიტანა, არ გაიყიდა.

 აუქციონის ვადა 26 მაისს ამოიწურა, ისე, რომ კლუბის შეძენის სურვილი არავის გამოუხატავს. კლუბის შეფასება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ მოახდინა და თავდაპირველი ფასი 700 000 ლარიანი შეფასება 114 588 ლარით შეამცირა.

პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო კლუბის  ფუნქციონირებისთვის, ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის შემთხვევაში,  არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება მოეხდინა, მათ შორის პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით, ხოლო ფონდიდან მისაღები თანხების გარეშე, მყიდველი ვალდებული იყო  500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განეხორციელებინა.

გარდა ამისა, აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო შეუფერხებლად ემუშავა საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა გუნდებს, ჩატარებულიყო  ოფიციალური მატჩები და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად.  ასევე,  მყიდველი ვალდებულიიყო საფეხბურთო კლუბს შეესრულებინა უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები.

ქუთაისის მერი იმედოვნებდა, რომ კლუბის შეძენის მსურველი აუქციონზე პოზიციას ბოლო დღეებში დააფიქსირებდა, თუმცა ასე არ მოხდა. სავარაუდოდ, კლუბი აუქციონზე განმეორებით გავა.

 

ამ თემაზე: "ტორპედოს" შეძენით ამ დრომდე არავინ დაინტერესდა"

"ტორპედოს" საწყისი ფასი 114 588 ლარით შემცირდა"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.73%
გაუარესდა - 46.94%
არ შეცვლილა - 16.33%
სულ - 49 ხმა