საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქუთაისიდან შეყტობინება არ შესულა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას ქუთაისში რაიმე დაზიანება არ მოყოლია და არც გამოძახება დაფიქსირებულა.
შეყტობინება არ შესულა არც მერიის საბინაო სამსახურში. როგორც საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ განაცხადა, საბედნიეროდ, მიწისძვრა დიდხანს არ გაგრძელდა და შესაბამისად, ნგრევა არ მოყოლია, სხვა შემთხვევაში ჭავჭავაძის გამზირზე არსებული კორპუსები, რომლებიც დამცავი ლენტის გარეშე არის დარჩენილი, რყევას ვერ გაუძლებდა.
"სამშენებლო ნორმაა, რომ ლენტური ფუნდამენტით იფარგლება საცხოვრებელი სახლი. არცერთ საცხოვრებელ სახლს ჭავჭავაძის გამზირზე ლენტური ფუნდამენტი აღარ აქვს, გადააქციეს სარდაფებად, სავაჭრო ფართებად. ეს წინა ათწლეულებში მოხდა, როცა განმკითხავი არავინ იყო, ღმერთმა არ ქნას, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, თორემ შედეგები სავალალო იქნება"-განაცხადა ჯონი არაბიძემ.
მიწისძვრა დღეს ქუთაისში 09:30 წუთზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისში იყო და მისმა სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















