|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგზაო დეპარტამენტი ქუთაისში წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებს კიდევ 5 ქუჩაზე დაიწყებს

საგზაო დეპარტამენტი ქუთაისში წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებს კიდევ 5 ქუჩაზე დაიწყებს, ესაა აღმაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების, საიათნოვას, ნიკეას ქუჩისა და სულხან საბას გამზირის დამაკავშირებელი გზა.

ამ დროისათვის საგზაო დეპარტამენტი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 5 ქუჩაზე ახორციელებს . სამუშაოები მიმდინარეობს  ნინოშვილის, შარტავას, ჯავახიშვილის, გუგუნავასა და ბუხაიძის ქუჩებზე. მიმდინარე სამუშაოები დღეს საავტომიბილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ  ქუთაისის მერთან  გიორგი ჭიღვარიასთან და  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ერთად მოინახულა.

დაგეგმილი პროექტების ჯამური სავარაუდო ღირებულება 18 მილიონი ლარია. ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა