|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგზაო უსაფრთხოების ამაღლების მიზნით ქუთაისში აქცია გაიმართა

საგზაო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ქუთაისში აქცია გაიმართა. კამპანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით და "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" პარტნიორობით პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ ქვეითებს და მძღოლებს სერთიფიკატები და სპეციალური სტიკერები დაურიგეს.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით, საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტს "ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე", რომლის მიზანია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება.

კამპანია 2016 წელს იღებს სათავეს და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.

ქუთაისში აქციას თვითმმართველობის და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და მერია მსგავს პროექტებში აქტიურად ჩაერთვება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა