„საიას“ თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სანტურიანი აირჩიეს
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გამგეობამ თავმჯდომარედ მესამე ვადით ანა ნაცვლიშვილი აირჩია. ნაცვლიშვილი პირველი თავმჯდომარეა "საიას" ისტორიაში, რომელიც მესამე ვადით დაინიშნა.
გამგეობის გადაწყვეტილებით "საიას" თავმჯდომარის მოადგილედ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი აირჩიეს.
როგორც სანტურიანი „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავს, ის საქმიანობას ქუთაისში აგრძელებს. ამასთან ელოდება გამგეობის კრებას, რომელიც ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს აირჩევს.
„თავმჯდომარის მოადგილოება არ ნიშნავს, რომ თბილისში უნდა გავაგრძელო საქმიანობა, მე ვრჩები ქუთაისში და ველოდები საერთო კრებას, რომელიც, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს. საერთო კრებაზე აირჩევენ გამგეობის ხუთ წევრს. გამგეობის კრება კი შემდგომ ირჩევს „საიას“ ქუთაისის ფილალის თავმჯდომარეს. თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ჩემი კანდიდატურაც“-განაცხადა სანტურიანმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















