„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ისევ აქ არის, ისევ ხალხთან - მარიკა ვაჭარაძე
სწორედ ამ დღეს, ააიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ისევ აქ არის, ისევ ხალხთან და ისევ ქვეყნის ევროპული მომავლის სადარჯოზე, - ამის შესახებ მარიკა ვაჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ აღნიშნული სახელწოდების ორგანიზაციის გაუქმების შემდეგ იმავე სახელწოდების არასამთავრეობო ორგსანიზაცია შექმნეს.
„და როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა სწორედ მაშინ შემოდის სინათლე! სინათლე - სიმართლით, ცოდნით და განათლებით!
უკვე, ერთი წელი გავიდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების.... ვერც კი წარმომედგინა ოდესმე თუ ამ სიტყვების კომბინაციის დაწერა მომიწევდა...
თუმცა, 28 ნოემბერი ჩემთვის იყო მწარე გაკვეთილი. ამ დღემ კარგად დაგვანახა, რომ საქართველოს ევროპული გზა არ არის ავტომატური პროცესი და ეს გზა არც გარანტიებითაა დატვირთული. ეს იყო დღე გამოფხიზლების!
და სწორედ ამ დღეს, ააიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ისევ აქ არის, ისევ ხალხთან და ისევ ქვეყნის ევროპული მომავლის სადარჯოზე.
და ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სიტყვით! სიტყვით, რომელიც იქნება მართალი, სანდო და ფაქტებით გამყარებული.
და ვიწყებთ რეგიონებიდან, რათა თითოელი მოქალაქის ხმა ისმოდეს!
ბრძოლაში დაღლილი ქართველი გინახავთ? მე — არა!
წინ საქართველოვ, წინ!“, - დაწერა მარიკა ვაჭარაძემ სოციალურ ქსელში.
როგორც მან მედიას განუცხადა, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას იუსტიციის სამინისტრო სამი თვის განმავლობაში არ ურეგისტრირებდათ.
ავტორი:





12:52
22:32
12:44
13:23
13:14
















