მომავალი წლიდან საქართველოში საჯარო და კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. აღნიშნული სტანდარტები, ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი სტანდარტების დანერგვა და განვითარება კერძო ბაღებშიც სავალდებულო იქნება. ახალი სტანდარტების ამოქმედება კი ბაღების ავტორიზაციის პირობის შემადგენელი ნაწილია.
ქუთაისის საჯარო და კერძო ბაღებს ავტორიზაციის გავლა მოუწევთ
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დამტკიცდება.
ქუთაისის მასშტაბით, ამ დროისთვის, 37 საჯარო და რამდენიმე კერძო ბაღია. ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების სასწავლო პროცესის და მეთოდური მართვის სამსახურის წარმომადგენლის ნუნუ ფერაძის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ბაღზე გავრცელდება. გამომდინარე კანონიდან, შემუშავებული სტანადარტების ამოქმედება იწყება 2018 წლის პირველი იანვრიდან, რაც ყველა სფეროს შეეხება.
შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით, პროცესი 2020 წლამდე გაგრძელდება. ამ ვადების შემდეგ თუ ბაღები ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუჩერდებათ მუშაობის უფლება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















