|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობა ევროკავშირის TWINNG პროექტით განხორციელდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი  ევროკავშირის  ორ წლიან TWINNG პროექტს - „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას“  იწყებს. აღნიშნულ საკითხზე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე TWINNG პროექტის რეგიონალურ კორდინატორს სიუზან ნოლანს შეხვდა.

 

სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა და პროექტით გაწერილი აქტივობები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ევროკავშირი  TWINNG -ის პროექტს საქართველოს პარლამენტში პირველად იწყებს და მისი თქმით,  საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტისთვის  მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამოცდილება.

 

პროექტის კორდინატორმა, სიუზან ნოლანმა აღნიშნა, რომ TWINNG-ის  პროექტი, გარდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა ასევე  მოიცავს საბიუჯეტო პროცესში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ძირითად აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა