|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება

პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს,  ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვები  10 ქალაქში მოეწყობა.

 გეგმის თანახმად, განხილვები სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და პროცესი ერთი თვე გაგრძელდება.

მმართველი გუნდის შეთავაზებაა, რომ უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთდროულად გაიმართოს.

პარლამენტში წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ პროექტთან დაკავშირებით,  საყოველთაო-სახალხო განხილვის ორი საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიები იდენტური შემადგენლობით იმუშავებს.

კომისიები 13 წევრისგან, შემდეგი შემადგენლობით შეიქმნა: არჩილ თალაკვაძე(კომისიის თავმჯდომარე), თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი კობახიძე, თინათინ ბოკუჩავა, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან კობერიძე, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

ამასთან, კომისიებში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული არიან როგორ არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება.

 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა